понедельник, 6 июня 2011 г.

მიქელანჯელო ბუანაროტი



 მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (6 მარტი, 1475 - 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო — იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად. მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ კაპრეზში (ახლანდელი პროვინცია არეცო), ფლორენციის მახლობლად. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, "კენტავრების ბრძოლა" და "მადონა კიბესთან".

ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში. 20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში დაბრუნდა.(მიქელანჯელო)

 მიქელანჯელოს შემოქმედებები:



  დავითი 
— რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა 1501–1504 წლებში. მისი სიმაღლე შეადგენს 5,17 მეტრს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. დავითის ქანდაკება შექმნილია დაკვეთით და წარმოადგენს წინასწარმეტყველთა ქანდაკებების სერიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავის აღმოსავლეთით. თუმცა, საბოლოოდ მისი განთავსება მოხდა მოედანზე სინიორის სასახლესთან ახლოს, რომელიც წარმოადგენდა ფლორენციის სამთავრობო სასახლეს. ქანდაკების გახსნა მოხდა 1504 წლის 8 სექტემბერს. მალევე ქანდაკება გახდა ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო, რადგანაც დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოს იმ ხანად ყოველმხრივ ემუქრებოდა საფრთხე მასზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისგან. დავითის ქანდაკება 1873 წელს გადატანილ იქნა ფლორენციის აკადემიის გალერეაში. მოგვიანებით კი მის განთავსების თავდაპირველ ადგილას დაიდგა მისი ასლი. (დავითი)




Michelangelo - Pietà ქანდაკება ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერმა 1498 წლის 26 აგვისტოს შეუკვეთა საკუთარი საფლავისათვის. ჟან ბილერი საფრანგეთის წარმომადგენლად მოღვაწეობდა რომში. მიქელანჯელომ ქანდაკებაზე მუშაობა 1500 წელს დაასრულა, კარდინალის გარდაცვალების შემდეგ . XVIII საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან გადატანილ იქნა ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის ერთერთ კაპელაში . ცნობილია, რომ ქანდაკების ტრანსპორტირებისას მარიამის მარცხენა ხელის თითები დაზიანდა.ქანდაკების სახელი პიეტა, სინანულს ნიშნავს.ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე).

მიქელანჯელო მარიამს გამოგვისახავს არა 33 წლის იესოს დედას, არამედ როგორც ლამაზი იერის ახალგაზრდა ქალს, რომელიც დასტირის ახლობელ ადამიანის დაკარგვას. მარიამი უნდა ყოფილიყო სულიერი სიწმინდის განსახიერება და ეს მართლაც აისახა მასში. მარიამს მუხლებზე უწევს ჯვარიდან ჩამოსხნილი ქრისტეს სხეული.

მკვდარი ქრისტე ექსპრესიულად არის მოცემული: გამხდარი, უკან გადაგდებული თავითა და უღონოდ ჩამოვარდნილი ხელით. მარიამის რეაქცია, როგორც ეს რენესანს სჩვევია, თავშეკავებულია – დახრილი მზერითა და მრავლისმთქმელად განზე გაწეული ხელით. ქანდაკება იწერება სამკუთხა ფორმაში, ნათელი, გაწონასწორებული ფორმებით. მარიამის კაბის ნაოჭები საოცრად მდიდრული და პლასტიურია, თითქოს ამ ნაოჭებზე მოდის მთელი სიმძიმე, როგორც პიედესტალს მას უჭირავს ქანდაკების პირამიდული ომპოზიცია. ამ ნაოჭებში ამოიცნობა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური დაფარული ძლიერება, რაც გარკვეულ კონტრასტს ქმნის მარიამის სახის ნაზ ნაკვთებთან.

იგი ტოსკანის თეთრ მარმალიროშია გამოკვეთილი. პროპორციები დარღვეულია, რაც განპირობებულია მთელი რიგი გარემოებებით: იდეური დატვირთვით (მარიამი უფლის დედაა, მშვილმკვდარი დედა, ამიტომ მისი ფიგურა წარმოჩენილია დიდად) და სუფთა ტექნიკური თვალსაზრისითაც (ოსტატის როგორმე უნდა მოეხერხებინა რომ მარიამს შეძლებოდა ქრისტეს სხეულის ხელში დაკავება, ამისთვის საჭირო იყო ზომით დიდი ფიგურის გამოკვეთა.

ქანდაკების ფიგურები წარმოდგენილია როგორც ერთი მთლიანი, ამასთან ხელოვანი ერთმანეთს უპირისპირებს მამაკაცურ და ქალურ საწყისს, მკვდარსა და ცოცხალს, სამოსიანს და შიშველს, ვერტიკალურსა და ჰორიზონტალურს, რაც ნაწარმოებს გარკვეულწილად ექსპრესიულს ხდის.
წარმოგიდგენთ მის სხვა ნახატებს,დახატულ სიქსტინის კაპელაზე:






  

Комментариев нет:

Отправить комментарий