ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს პატარა სოფელში, რომელსაც ერქვა -ვინჩი. იგი იყო ნოტარიუსისა და გლეხის ქალის უკანონო შვილი. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო გლეხი იყო. 1466 წელს, 14 წლის ასაკში ლეონარდო და ვინჩიმ სწავლა დაიწყო ვეროკიოს სახელოსნოში. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდოულად მხატვარი, სკუპტორი, არქიტექოტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. სიცოცხლის ბოლომდე და ვინჩი დიდხანს მოგზაურობდა. 1513 წლიდან 1519 წლამდე ის მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიში, ბოლონიაში და საფრანგეთში სადაც იგი გარდაიცვალა. ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური.მის ნახატებში მეცნიერებმა შეძლეს ამოეკითხათ წინასწარმეტყველებანი და არც თუ ისე ძნელად. ახლა კი მის ნაწარმოებს გაგაცნობთ:
ჯოკონდა
"მონა ლიზა" ("ჯოკონდა") მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატია. იგი ლუვრის მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. "მონა ლიზას" წლების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ ხელოვნებათმცოდნენი და ფერწერის ექსპერტები, რათა გაერკვიათ საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მალავს. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება პორტრეტის მოდელის ვინაობაზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; კატარინა სფორცა; იზაბელა დ,ესტე; ვინმე იდეალური ქალი; ყმაწვილი ქალის სამოსში, ავტოპორტრეტი... მაგრამ ეს არაა ჯოკონდას მთავარი საიდუმლო!
ნახატის კომპოზიციიდან ჩაAნს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა, შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი.”"მონა ლიზა" იყო ხორცშესხმა მხატვრის იდეებისა, რომლებზეც ის "ტრაქტატში მხატვრობის შესახებ" წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე, ის თითქოს ცოცხალია... მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია.
თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, ჩვენ წინაშე უკვე არაა მოღიმარი ქალი, არამედ... სიკვდილის დამცინავი გამოსახულება! ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი.
საიდუმლო სერობა მილანში, სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიის ჩრდილო ფასადზეა გამოსახული. ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და ფრესკა ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც "საიდუმლო სერობა" ხშირ რესტავრირებას საჭიროებს. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიკურობა, ლეონარდომ სავსებით განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეები წარმოგვიდგინა.
ფრესკის შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა: ლეონარდო და ვინჩი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს, ბოროტება კი იუდას სახით.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.
მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და კარგა ხნის შემდეგ ერთი ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით წაათრიეს მთვრალი მაწანწალა ეკლესიაში და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და ბედუკუღმართობა.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: "ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!" "კი მაგრამ, საიდან?" - გაუკვირდა ლეონარდოს. "სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა"...
და სხვა :
Комментариев нет:
Отправить комментарий