понедельник, 6 июня 2011 г.

ჯოვანი ბელინი

ჯოვანი ბელინი
(1430–1516)
ისტორიას არ გააჩნია სარწმუნო წყარო დამამტკიცებელი
ჯოვანი ბელინის დაბადების ადგილის და თარიღთან დაკავშირებით.
ნავარაუდებია, რომ იგი დაიბადა 1430 წელს. მის მშობლიურ ქალაქად
მიჩნეულია ვენეცია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბელინის გვარის
წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ
ვენეციაში., მაგრამ დაიბადა თუ არა იგი ზუსტად ვენეციაში ეს არავინ
იცის. პირველი დოკუმენტალური მოხსენიება ბელინიზე მიეკუთვნება
1459 წელს, როდესაც მხატვარი უკვე საკმაოდ მოზრდილი პიროვნება
იყო. ამას გარდა ცნობილია, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც
გარდაიცვალა (1516) ჯოვანი ბელინი უბრალოდ მოხუცი კი არა
ღრმად მოხუცებული იყო.1506 წელს როდესაც ალბრეხტ დიურერი ეწვია ვენეციას ბელინი
დაახასიათა, როგორც “მოხუცი, მაგრამ ცოცხალთა შორის საუკეთესო
მხატვარი“. ბელინიმ ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნა საღი გონება
და ძლიერი ხელი. 1514 წელს, ჯოვანი ბელინიმ შეასრულა ნახატი
“ღმერთების ნადიმი“, უკვე ხსენებული იზაბელა დესტეს ძმისთვის.
როგორც ტილოს სახელიდან გამომდინარეობს ნახატი მკრეხელური
შინაარსისაა, მაგრამ ამას მოხუცი მხატვარი, რომელიც მთელი
სიცოცხლის მანძილზე რელიგიურ თემებზე ქმნიდა ნახატებს არ
შეუწუხებია, შესაძლოა ეს სიუჟეტი მოხუც მხატვარს საინტერესოდ
მოეჩვენა, რაც მისი გონების გასაოცარ სიმკვირცხლეზე მიუთითებს.

ბელინი გარდაიცვალა ვენეციაში 1516 წელის ნოემბერს, დაახლოვებით
85 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს დიდი პატივით, შესაფერისად მისი
სტატუსისა: “ოფიციალურად ვენეციის რესპუბლიკის მხატვარი.“
მისი ნამუშევრებია:

 

         მადონა 
განსაკუთრებული ადგილი ბელინის შემოქმედებაში
უკავიათ მის მრავალრიცხოვან “მადონებს“, რომელთა
უმრავლესობა შესრულებულია მაესტროს სახელოსნოში
და ხელმოწერილია თავად მხატვრის სახელით. როგორც
ჩანს 1475 წელს ბელინიმ იმოგზაურა ადრეატიკის სანაპიროს
გასწვრივ, სადაც გაეცნო პიერო დელა ფრანჩესკას ხელოვნებას.
ამ მხატვრის მიერ შესრულებული ტილო “მარიას კურთხევა“–ს
(ეს ტილო არ არის შემორჩენილი) შთაბეჭდილებების ქვეშ მან
დახატა კომპოზიცია იგივე სიუჟეტზე (“მადონა პეზარო“,
დაახლოვებით 1475 წელს). ამ ნამუშევარში ბელინი პირველად
იწყებს შუბის გამოყენებას: ყველა ფიგურა მოთავსებულია
შუქის გარემოში, იცვლება საღებავები და ხდება უფრო თბილი
 ტონების, შუქი უფრო თბილი და გამჭვირვალე. ადრეული          
“მადონები“ შექმნილია არა მარტო ეკლესიისათვის არამედ
სასახლეების დარბაზებისათვის, კამერული სივრცეებისათვის.
“მადონას“ ფიგურას ბელინი ხშირად ხატავს გაშლილი პეიზაჟის
ფონზე მაგალითად:( “მადონა მდელოზე“)...

მითოლოგიური ნახატები

სიცოცხლის ბოლო წლებში ბელინიმ დაიწყო ხატვა მითოლოგიურ
თემებზე. ერთ–ერთი მისი ტილოების ბოლოთაგანი გახდა
მითოლოგიური კომპოზიცია – ალფონსო დესტესათვის “ღმერთების
ნადიმი“.





ასევე მის სხვა ნახატებს წარმოგიდგენთ :








Комментариев нет:

Отправить комментарий