понедельник, 6 июня 2011 г.

სანდრო ბოტიჩელი


სანდრო ბოტიჩელი, ალესანდრო და მარიანო ფილიპეპი, დაიბადა 1444 წელს (1445წ) ფლორენციის მოქალაქის, ტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყება, რომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაა, სწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. არსებობს სხვა ვერსიაც: ბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავს, ასე ეძახდნენ მის უფროს ძმას, ვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმად. სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობა, თუმცა ზოგი წყაროს თანახმად, მან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობა. სავარაუდოა, რომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწ. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, ვნებიანი მისწრაფება. არ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაც, რომ სანდრო 1468-69 წ.წ.-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკე, ანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა.მისი ნამუშევრებია:









Комментариев нет:

Отправить комментарий